fbpx
საზოგადოება

ტრაგედია თესალონიკში: 32 წლის ქალი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სახლში ცოცხლად დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში, კერძოდ, ნეა მაგნისიას ტერიტორიაზე, 32 წლის ქალი, საკუთარ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ცოცხლად დაიწვა. ტრაგედია ენით აღუწერელია, ადგილობრივები კი მომხდარით შეძრულები არიან.

საუბარია 11 და 8 წლის ბავშვებზე და მათ 32 წლის დედაზე, რომელთა სახლშიც ცეცხლი შუაღამით გაჩნდა. აღნიშნული ბინა მათ ახლახანს შეიძინეს, გაარემონტეს და იქ ზაფხულის შემდეგ ცხოვრობდნენ.

“შოკირებულები ვართ. შემატყობინეს, რომ გვერდით მეზობლის სახლი იწვოდა, გამოვედი და დავინახე, რომ სახლი მთლიანად ალში იყო გახვეული, ცეცხლი დიდ მასშტაბზე ჰქონდა მოდებული. მეხანძრეები სახლში შევიდნენ და დედა და მისი ორი შვილი დამწვრები იპოვეს,” ამბობს მეზობელი.

მეხანძრეთა ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა და ბავშვებმა გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრეს, რადგან ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რამ გამოიწვია ტრაგედია, თუმცა, წინასწარი ცნობებით, ხანძარი გამათბობლიდან გაჩნდა, რომელიც დედამ ბავშვების გასათბობად ჩართო.

onalem

ტესტ