fbpx
საზოგადოება

მამაკაცი, რომელიც თესალონიკის საავადმყოფოდან გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს

ამბავი, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, იდუმალებით არის მოცული. 44 წლის მამაკაცი თესალონიკის “იპოკრატიოს” საავადმყოფოდან 7 აპრილს გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მის კვალზე პოლიცია დიდი ხნის მანძილზე ვერ გადიოდა, თუმცა, დიდ შაბათს, აღდგომის დღესასწაულის დადგომამდე, ის ერთ-ერთ წყლის არხთან გარდაცვლილი იპოვეს.

მის საქმესთან დაკავშირებით ამოქმედებული იყო Silver Alert.

როგორც ირკვევა, ცხედარი გამვლელებმა შენიშნეს და პოლიციაში დარეკეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის სწორედ საავადმყოფოდან გაუჩინარებული 44 წლის მამაკაცი იყო.

onalem

ტესტ