fbpx
საბერძნეთი

სააღდგომო, განსაკუთრებული გრაფიკის პრემიერა საბერძნეთში – მაღაზიები კვირას, 28 აპრილსაც ღია იქნება

დღეიდან საბერძნეთში მაღაზიების სააღდგომო, განსაკუთრებული გრაფიკი მოქმედებაში შედის და როგორც უკვე ცნობილია, მაღაზიები კვირა დღესაც ღია იქნება.

25 აპრილიდან მაღაზიები იმუშავებენ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო 28 აპრილს, მათი მუშაობის გრაფიკი იქნება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ზოგიერთი დიდი მაღაზიის კი, 18:00-20:00 საათამდე, იმის მიხედვით, როგორც ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

უშუალოდ აღდგომის კვირაში, დიდი ორშაბათიდან დიდი ხუთშაბათის ჩათვლით, მაღაზიები და სუპერმარკეტები კვლავ 09:00-დან 21:00-მდე იმუშავებენ, ხოლო წითელ პარასკევს 13:00 საათიდან 19:00 საათამდე.

რაც შეეხება დიდ შაბათს, ისინი ღია იქნებიან 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

აღდგომის კვირას, ორშაბათსა და შემდეგ სამშაბათს, 7 მაისს, მაღაზიებიცა და სუპერმარკეტებიც დაკეტილი იქნება.

 

onalem

ტესტ