fbpx
საბერძნეთი

უმძიმესი ავარია ათენში, მანქანა სამ ბავშვს, მათ დედასა და ბებიას დაეჯახა – 5 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის

უმძიმესი ინციდენტი ათენში, პირეოსის გამზირზე მოხდა. ავტომობილი დაეჯახა 5 ქვეითს, რომელთაგან სამი ბავშვია, ერთ-ერთის მდგომარეობა კი, უკიდურესად მძიმე.

როგორც მედია იუწყება, მძღოლმა ვერ დაინახა, რომ ორი ქალი და სამი ბავშვი გზას კვეთდა და დიდი სისწრაფით დაეჯახა მათ, 5 წლის ბიჭი ამ დროისთვის “აგლეა კირიაკუს” სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ფაქტობრივად, სიკვდილს ებრძვის.

რაც შეეხება ინციდენტის გამომწვევ მიზეზს, ამ დროისთვის პოლიცია მუშაობს, რათა გარემოებები დაადგინოს, მძღოლს დაშავებულები არ მიუტოვებია. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი პანიკაში იყო, ყვიროდა, უნდოდა ენახა, რომ ბავშვები კარგად იყვნენ და საბოლოოდ, პოლიციას განუცხადა, რომ ვერ დაინახა, როგორ კვეთდნენ გზას – ის ამ დროისთვის დაკავებულია.

გამორიცხული არ არის, რომ ინციდენტში მონაწილეობდეს კიდევ ერთი მანქანა, რომელმაც მას გადაუსწრო და ხილვადობა შეუზღუდა, მეორე ვარაუდის მიხედვით კი, დაკავებული გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა და დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

onalem

ტესტ