fbpx
კატეგორიის გარეშე

ცნობილი მეტეოროლოგი, იანის კალიანოსი საავადმყოფოს ექიმებს მამამისის სიკვდილში ადანაშაულებს

სამი დღის წინ ცნობილი მეტეოროლოგის, იანის კალიანოსის მამა საავადმყოფო Attikon-ის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. დიმიტრის კალიანოსი თავდაპირველად არ მოათავსეს აღნიშნულ განყოფილებაში, როგორც ამას ოჯახი ითხოვდა, ექიმები ამტკიცებდნენ, რომ ის კარგად იყო და მალე გამოჯანმრთელდებოდა, რეალურად კი, მამაკაცი დაიღუპა.

კალიანოსის ოჯახმა ადვოკატი, ალექსის კუგია დაიქირავა, რათა კანონის ძალით იმოქმედოს. კუგია საუბრობს ექიმების ინდიფერენტულობაზე, დიმიტრის კალიანოსის ჯანმრთელობის არასათანადოდ შეფასებაზე და საჭირო დახმარების აღმოჩენის არ არსებობაზე.

მეტეოროლოგი ერთ-ერთ მთავარ ექიმს დედამისისგან თანხის აღებაშიც ადანაშაულებს, რომელიც აღნიშნულს უწოდებს “საჩუქარს”. კალიანოსი აღნიშნავს, რომ დედამისს უნდოდა, ექიმისთვის მადლობა გადაეხადა და ამიტომ 500 ევრო აჩუქა, თუმცა, როდესაც მამამისი გარდაიცვალა, მან სიბრაზის გამო თანხა უკან მოსთხოვა, ექიმისგან მან ასეთი პასუხი მიიღო: “უნდა გრცხვენოდეთ, რომ უკან მთხოვთ.”

იანის კალიანოსი ამტკიცებს, რომ მამამისის მდგომარეობის სერიოზულობა სათანადოდ რომ შეეფასებინათ, ახლა ის ცოცხალი იქნებოდა.

დიმიტრის კალიანოსი გუშინ, 27 აპრილს, არგოლიდაში დაკრძალეს.

onalem

ტესტ