fbpx
კატეგორიის გარეშე

წყალდიდობა ათენში: ხალხმა ათწლეულების მანძილზე ნაგროვები ქონება დაკარგა

ათენიდან, კერძოდ კი, მენიდიდან წარმოუდგენელი კადრები ვრცელდება. გაუარესებული ამინდის პირობებში ხალხს სახლები დაეტბორა და მათი ზარალი საკმაოდ დიდია.

ერთ-ერთი მოსახლე, ქალბატონი მარია, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს. მისი სახლის ყველა ოთახი დატბორილია, განადგურებულია ავეჯი, ყველაფერი, რის მოგროვება-შეძენასაც ათწლეულები მაონდომეს.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი არ მუშაობს და არ შეუძლია ყველა ამ სირთულესთან გამკლავება. მისი თხოვნაა, რომ დაეხმარონ სკამითა და ერთი პატარა მაგიდით, რომ მისმა პატარა ქალიშვილმა შეძლოს გაკვეთილების მომზადება.

მსგავსი კადრები ფიქსირდება ილიონში, სადაც ასევე დაიტბორა სახლები და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოასწრეს.

 

onalem

ტესტ