fbpx
კატეგორიის გარეშე

ვიკი კაიამ უკრაინელთა 6 წევრიანი ოჯახი და მათი ძაღლი თავის აგარაკზე უვადოდ დააბინავა

ვიკი კაია და მისი მეუღლე, ილიას კრასა, მაქსიმალურად ცდილობდნენ ამ ამბის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო, მაგრამ მათი წარმოუდგენლად დიდი სიკეთის შესახებ მაინც შევიტყვეთ.

როგორც ირკვევა, კაიას ოჯახი მასპინძლობს უკრაინელების, არც მეტი, არც ნაკლები, 6 წევრიან ოჯახს და მათ ძაღლს, თანაც უვადოდ. ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა თავიდანვე გამოთქვა ლტოლვილთა დახმარების სურვილი და საბოლოოდ, ის უკრაინელების დიდ ოჯახს დაუკავშირდა, რომელთაც საცხოვრებელი სჭირდებოდათ, ისევე როგორც სხვებს.

საუბარია ქალბატონზე, რომელსაც სამი შვილი და მოხუცებული მშობლები ჰყავს, ისინი ოდესადან ჩამოვიდნენ და თავდაპირველად დროებით ბინა უქირავეს, მაგრამ შემდეგ კაიამ მთელი ოჯახი და მათი შინაური ცხოველი ევიაში, თავის აგარაკზე განათავსა და იქ იცხოვრებენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდებათ, ცხადია, სრულიად უსასყიდლოდ და მოდელი მათ ყველა საჭირობას უზრუნველყოფს.

ვიკი კაია მხარდაჭერას უცხადებს ურკაინას და სასტიკად ეწინააღმდეგება რუსულ აგრესიას.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Vicky Kaya (@vickykaya_)