fbpx
კატეგორიის გარეშე

მარტის თვეში საქართველოს მიმართულებით გზავნილები წინა წელთან შედარებით 127%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მარტში საქართველოში უცხოეთიდან 438 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 127%-ით მეტია.

გზავნილებში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 224 მილიონი დოლარი გადარიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 728%-ით მეტია.

🇮🇹მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 43 მილიონი დოლარი გადაირიცხავი, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი.
🇺🇸მესამე პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, საიდანაც 36 მილიონი დოლარი გაიგზავნა . გზავნილების ეს მოცულობა წლიურად 40%-ით არის გაზრდილი.
🇬🇷 ლიდერ ოთხეულში ამჯერადაც მოხვდა საბერძნეთი ბოლო პერიოდში სტაბილური – $20 მლნ -ით, მატება წინა წელთან 3%-ია,
საერთო მონაცემებით კი, ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასე ნაწილდება:
1. რუსეთის ფედერაცია – $224 მლნ, მატება წინა წელთან 728%
2. იტალია – $43 მლნ, მატება წინა წელთან 20%
3. აშშ – $36 მლნ, მატება წინა წელთან 40%
4. საბერძნეთი – $20 მლნ, მატება წინა წელთან 3%
5. ისრაელი – $19 მლნ, მატება წინა წელთან 10%
6. გერმანია – $18 მლნ, მატება წინა წელთან 55%
7. ყაზახეთი – $17 მლნ, მატება წინა წელთან 131%
8. თურქეთი – $10 მლნ, მატება წინა წელთან 22%
9. ყირგიზეთი – $6 მლნ, მატება წინა წელთან 165%
10. ესპანეთი – $4.9 მლნ, მატება წინა წელთან 5%
11. საფრანგეთი – $4.3 მლნ, მატება წინა წელთან 15%
12. აზერბაიჯანი – $4.2 მლნ, კლება წინა წელთან -12%
13. გაერთიანებული სამეფო – $3.8 მლნ, მატება წინა წელთან 30%
14. ირლანდია – $3.3 მლნ, მატება წინა წელთან 91%
15. პოლონეთი – $2.4 მლნ, კლება წინა წელთან -18%
16. ტაჯიკეთი – $1.9 მლნ, მატება წინა წელთან 189%
17. კანადა – $1.8 მლნ, მატება წინა წელთან 6%
18. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.7 მლნ, მატება წინა წელთან 30%
19. ერაყი – $1.6 მლნ, მატება წინა წელთან 191%
20. კვიპროსი – $1.5 მლნ, მატება წინა წელთან 14%.
2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტის (24.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.7%-ით მეტია.

onalem

ტესტ