fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს ფულს ურიგებდა და ეუბნებოდა, რომ განუკურნებელი დაავადება ჰქონდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სერესში მოხდა. უცნობი მამაკაცი ქალაქის ცენტრში, საკუთარი მანქანიდან გადმოვიდა და გამვლელებისთვის ფულის დარიგება დაიწყო.

როგორც ირკვევა, ხალხი ძალიან დაიბნა და შეშფოთებულმა აცნობა პოლიციას ამის შესახებ. მათი თქმით, მამაკაცი სრულიად უცნობ ადამიანებს უახლოვდებოდა, ფულს აძლევდა და ეუბნებოდა, რომ განუკურნებელი სენით იყო დაავადებული.

ოფიცრები ადგილზე სწრაფად მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი არ არის სერესიდან, არამედ ცენტრალური საბერძნეთის რეგიონიდან. ის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დახმარებას გაუწევენ.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ექიმები უტარებენ შესაბამის გამოკვლევებს, რათა დადგინდეს, ნამდვილად აქვს თუ არა რაიმე დაავადება.

onalem

ტესტ