fbpx
საბერძნეთი

რომელ საათზე დაიკეტება საბერძნეთში სუპერმარკეტები 24 დეკემბერს, შობის წინა ღამეს?!

როგორც ცნობილია, საბერძნეთში მაღაზიები და სუპერმარკეტები სადღესასწაულო გრაფიკით მუშაობენ და ორი კვირის მანძილზე ყოველდღე, კვირა დღეებშიც ღია იყო.

საინტერესოა, რომელ საათამდე შევძლებთ 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს, სუპერმარკეტებში პროდუქტების შეძენას, ვინაიდან, ცხადია, 24 დეკემბრის ღამეს ყველა ცდილობს, რომ სუფრა კერძებით, ახალი ხილითა და ბოსტნეულით გააწყოს.

როგორც მედია იუწყება, შაბათს, 24 დეკემბერს, სუპერმარკეტები ღია იქნება 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე.

25 და 26 დეკემბერს ისინი დაკეტილი იქნება, ხოლო 27 დეკემბერს ისევ გაიხსნებიან და 30 დეკემბრამდე იმუშავებენ დილის 08:00 საათიდან 21:00 საათამდე, რაც შეეხება 31 დეკემბერს, დაიკეტებიან 20:00 საათზე.

 

onalem

ტესტ