fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ხვალიდან აფრიკული მტვერი ბრუნდება, ტემპერატურა ისევ 30 გრადუსს მიაღწევს

დღევანდელი დღე საბერძნეთში უმეტეს ტერიტორიებზე სტაბილური და რბილი ამინდით ჩაივლის, თუმცა, როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ხვალიდან ქვეყანაში აფრიკული მტვერი ისევ ბრუნდება.

უფრო კონკრეტულად, ტემპერატურის მოკლევადიანი ვარდის შემდეგ ისევ სეზონისთვის უჩვეულო სითბოს უნდა ველოდოთ, ვინაიდან აფრიკული ჰაერის მასების ინტენსივობა ისევ გამოიწვევს ტემპერატურის რადიკალურ მატებას და მიაღწევს 30 გრადუსსაც კი.

მეტეოროლოგთა პროგნოზით, აფრიკული მტვრის ინტენსივობა რამდენიმე დღე გასტანს და კრეტაზე სამშაბათს ტემპერატურამ შესაძლოა 30 გრადუსს გადააჭარბოს კიდეც.

რაც შეეხება პირველ პროგნოზებს სააღდგომოდ, მოსალოდნელია, რომ გვქონდეს გარკვეული ცვლილებები, თუმცა, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური უმეტესად მზიან ამინდს გვპირდება.

onalem

ტესტ