fbpx
საბერძნეთი

დღეს საბერძნეთში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს – მტვერი ნელ-ნელა ისევ ინტენსიური ხდება

დღეს საბერძნეთში სინოპტიკოსები ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მზიან ამინდს პროგნოზირებენ, შუადღიდან კი, ნელ-ნელა მოიმატებს მტვრის კონცენტრაცია ჰაერში.

დასავლეთ მაკედონიაში ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება, დანარჩენ მაკედონიაში და თრაკიში 10-დან 26 გრადუსამდე, პელოპონისოში 26 გრადუსამდე, იონიის ზღვის კუნძულებზე 24 გრადუსამდე, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე 27 გრადუსამდეა მოსალოდნელი, კიკლადესის კუნძულებზე კი, 22 გრადუსამდე.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ტემპერატურა იმერყევებს 12-დან 25 გრადუსამდე.

რაც შეეხება თესალონიკს, აქაც მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, სუსტი ქარი, ჰაერი გათბება 12-დან 26 გრადუსამდე.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, შაბათ-კვირას ამინდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და არ არის გამორიცხული 29 გრადუსს მიაღწიოს.

არსებული ცნობებით, მომდევნო კვირიდან ჰაერში მტვრის ინტენსივობა ისევ მოიმატებს და მორიგი ტალღა გველის.

onalem

ტესტ