fbpx
საბერძნეთი

მზიანი შაბათ-კვირა საბერძნეთში – ათენში ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება

საბერძნეთში საზაფხულო ამინდები გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ აპრილის თვის დასაწყისია, ტემპერატურა სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი გვაქვს. როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, მცირე “შესვენება” მოსალოდნელია კვირას შუადღიდან ორშაბათს დილამდე მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთ საბერძნეთში.

მიმდინარე კვირის უქმეები ზოგადად მზიანი იქნება, ჰაერის ტემპერატურა იქნება 25-26 გრადუსი, ხოლო ზოგ რეგიონში, მათ შორის ატიკის რეგიონში (და ათენშიც), მოსალოდნელია, რომ ჰაერი 27 გრადუსამდე გათბეს. შეიძლება ითქვას, რომ ვისაც სანაპიროებზე გასვლა სურს, არ უნდა იყოყმანოს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მოსალოდნელია ასევე მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა იქნება 20-დან 24-26 გრადუსამდე, ატიკაში ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება, თესალონიკში 24 გრადუსი.

აღსანიშნავია, რომ ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე 6-7 ბალის სიძლიერის ქარი იქროლებს. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ აპრილის პირველი 10 დღის მანძილზე ამინდის რადიკალური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

onalem

ტესტ