fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

9 ბალიანი ქარი საბერძნეთში – ჩაძირულია ერთი ნავი, გაუქმდა გემების რეისები

ძლიერმა ქარმა, რომლის ძალაც 9 ბალს აღწევს, სერიოზული პრობლემები შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნავსადგურებში გაუქმებულია გემების რეისები, რადგან მათი ზღვაში გასვლა ფიზიკურად შეუძლებელია.

ეგეოსის ზღვაზე ორი დღეა 9 ბალიანი ქარი ქრის, პირეოსის პორტი საერთოდ არ ფუნქციონირებს.

რაფინას პორტიდან კიკლადესის მიმართულებით გემები არ გადიან, შესრულდა მხოლოდ დილის რეისი მარმარის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ კრეტაზე ხუთშაბათს ღამით, ხერსონისოსის პორტში ნავი ჩაიძირა.

პორტის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ როდესაც შემოწმებას ახორციელებდნენ, კერძო ნავი, სახელად “ანულა”, ჩაძირული დახვდათ. ამ დროს ბორტზე არავინ იმყოფებოდა.

onalem

ტესტ