fbpx
საბერძნეთი

ღრუბლიანობა და ნალექი, წვიმის სახით საბერძნეთში – არასტაბილური ამინდი აღდგომის კვირის მანძილზე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზის მიხედვით, აღდგომის კვირაში საბერძნეთის მასშტაბით საკმაოდ არასტაბილური ამინდი გველის. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ნალექი წვიმის სახით, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე.

დღეს მზიანი ამინდი იქნება იონიის ზღვის კუნძულებზე, ასევე, აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, ხოლო დანარჩენ საბერძნეთში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია ნალექი, ტემპერატურის ვარდნა არ არის ნავარაუდევი და საშუალოდ ჰაერი 9-დან 26 გრადუსამდე იმერყევებს, ტერიტორიების მიხედვით, მხოლოდ დასავლეთ მაკედონიაში იქნება 2-3 გრადუსით ნაკლები.

კვირის ბოლომდე მოსალოდენლია ქარის გაძლიერება, რომელიც 7 ბალს მიაღწევს ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე, სინოპტიკოსები აღდგომის კვირასაც არასტაბილურ ამინდს პროგნოზირებენ, მხოლოდ იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დიდი შაბათი.

ტემპერატურა კვირას მოსალოდნელია, რომ მიაღწევს 25 გრადუსს და ამინდი ეტაპობრივად გაუმჯობესდება.

 

onalem

ტესტ