fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ძლიერი სიცივე ხვალიდან რამდენიმე კვირის მანძილზე

მეტეოროლოგ საკის არნაუტოღლუს ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთში ტემპერატურა კიდევ უფრო ეცემა და რამდენიმე კვირის მანძილზე ძლიერ სიცივესთან გამკლავება მოგვიწევს.

იქროლებს ჩრდილოეთის ქარი, რომელიც მინიმუმ 10 დღე აქტიური იქნება და მისი ძალა 7 ბალს მიაღწევს აღმოსავლეთ საბერძნეთში.

ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა დასავლეთისა, მოსალოდნელია მოღრუბლულობა და ზღვის დონიდან 900-1.000 მეტრზე, ევიასა და პილიოს ტერიტორიებზე ითოვებს. ხოლო თესალონიკსა და ხალკიდიკიში ითოვებს ზღვის დონიდან 400-600 მეტრზეც კი.

არნაუტოღლუს პროგნოზის მიხედვით, 23-24 დეკემბრამდე ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მოსალოდნელია კიდევ უფრო ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რასაც დიდი ალბათობით თან ახლდება თოვა და არსებობს შანსი, რომ შობას სწორედ თოვლით შევხვდეთ.

onalem

ტესტ