fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მღვდელი პოლიციის დაკვირვების ქვეშ: მას სახლში, საჭმლის კონტეინერებში, 170.000 ევრო აღმოუჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე, ირაკლიოს პოლიცია იძიებს სასულიერო პირის საქმეს, რომელსაც სახლში დიდი რაოდენობით თანხა აღმოუჩინეს. მას ამ თანხის წარმომავლობის ოფიციალურად დასაბუთება, როგორც ჩანს, არ შეუძლია.

პოლიციის დაკვირვების ქვეშ მღვდელი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია, რომ კურიერის საშუალებით იღებდა საეჭვო პაკეტებს, თანაც ინტენსიურად. გამოძიების ფარგლებში შემოწმდა როგორც მისი სახლი, ასევე ტაძარი, სადაც მსახურობს. იქ აღმოაჩინეს ხატები, რომლებიც ეკლესიას ოფიციალურად არ ეკუთვნოდა, შესაბამისად, გადაიგზავნა შემოწმებაზე. არსებობს ალბათობა, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ ხატებთან.

რაც შეეხება ჩხრეკას სახლში, სასულიერო პირს აღმოუჩინეს დიდი რაოდენობით ნაღდი ფული, დაახლოებით 150.000-დან 170.000 ევრომდე, თანხა მას გადამალული ჰქონდა სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ქოთნებში და უმეტესობა საჭმლის შესანახ კონტეინერებში.

მეორეს მხრივ, ექსპერტებმა ხატების შესახებ დაადგინეს, რომ ისინი ნამდვილად ძალიან ძველია, ახლა კი, მიმდინარეობს გამოძიება იმის გასარკვევად, როგორ მოხვდა ეს ხატები მღვდლის ხელში, ასევე, საიდან აქვს მას ამ რაოდენობის თანხა.

საქმის დამატებითი მასალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პოლიცია ამ კითხვებზე პასუხებს იპოვის.

onalem

ტესტ