fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

40 წლის შემდეგ საბერძნეთში სასწრაფო დახმარების ცენტრის მომსახურება იცვლება და ძლიერდება

საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა რომ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, ეს ახალი ამბავი არ არის, განსაკუთრებით კუნძულებზე, სადაც ტურისტები იმასაც კი ამბობენ, რომ ავად არ უნდა გახდე, თორემ ვერავინ დაგეხმარება. როდესაც სასწრაფო დახმარების გამოძახება ხდება, ხშირ შემთხვევებში ისინი საკმაოდ აგვიანებენ მოსვლას ან მანქანა უბრალოდ არ არსებობს, რომ პაციენტს მოემსახუროს, კრიტიკულ მომენტში.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 40 წლის შემდეგ ეს სისტემა პირველად შეიცვლება და გაძლიერდება. საუბარია ძირითადა სწრაფ რეაგირებაზე, სასწრაფო დახმარების ცენტრის უფრო ეფექტურ დაკავშირებაზე საავადმყოფოებთან ისე, რომ სასწრაფო დახმარების 1 მანქანა მაინც მოდიოდეს ყოველ 20.000 მოქალაქეზე და არა საშუალოდ ყოველ 36.000 მოქალაქეზე, როგორც ეს დღესდღეობით არის.

ამას გარდა, დაგეგმილია დამატებით 800 ადამიანის დაქირავება, რათა გაძლიერდეს სამედიცინო ბრიგადები და მათ დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს, რომელთა ჯანმრთელობა, ხანდახან კი, სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ.

სისტემის განახლება მოიცავს პერსონალის გადამზადებას, მანქანების აღჭურვილობის გამდიდრებას/შეცვლას, ციფრულ სისტემაზე გადასვლას.

onalem

ტესტ