fbpx
საბერძნეთი

კარანტინი ოფიციალურად გაგრძელდა: დაკეტილი სკოლები კიდევ ორი კვირით და აკრძალვები

ნიკოს ხარდალიასის ინფორმაციით, საბერძნეთში კარანტინი ოფიციალურად გაგრძელდა. კერძოდ, იმ რეგიონებში, რომლებიც წითელ ზონებად არიან გამოცხადებული, კარანტინი 1 კვირით გრძელდება. მათ შორის არის თესალონიკი და ატიკაც.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პანდემია მძვინვარებს, რადგან მუტაცირებული შტამები გავრცელების პიკშია. მან ხაზი გაუსვა, რომ” სუფთა ორშაბათს” (15 მარტი) არ დაიშვება არანაირი გამონაკლისები და აკრძალვები იმოქმედებს ჩვეულ რეჟიმში.

გადაადგილება კვლავ იკრძალება 21:00 საათიდან, ხოლო შაბათ-კვირას 19:00 საათიდან.

რაც შეეხება კოდებს, ყველა მათგანი კვლავ ძალაში რჩება და “სუფთა ორშაბათს” შეღავათი არ წესდება.

ოფიციალური ინფორმაციით, 29 მარტამდე მთელ საბერძნეთში სკოლები დაკეტილი იქნება, მაღაზიების გახსნის საკითხი კი ჯერ არ გადაწყვეტილა.

 

onalem

ტესტ