fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ზეითუნის ზეთის ფასი ყველა რეკორდს ხსნის – ხალხი ზეთს ვეღარ ყიდულობს, იზრდება დეფიციტის სერიოზული საფრთხეც

საბერძნეთში ზეითუნის ზეთის ფასმა ისეთ მაჩვენებელს მიაღწია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ამ სიტუაციით სარგებლობა და თაღლითური გზებით თანხების მოპოვება გადაწყვიტა, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობის ნაწილს მის შესაძენად თანხები აღარ ჰყოფნის.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სუპერმარკეტში სპეციალური ქურდობის საწინააღმდეგო მოწყობილობებიც კი დაამაგრეს შეფუთვებს, ხოლო ზეთისხილის ხეებზე GPS-ები, რომ ქურდობა აირიდონ თავიდან, ხოლო თუ მაინც გახდებიან ქურდობის მსხვერპლი, იცოდნენ, თუ სად წაიღეს ზეთისხილის ნაყოფი.

ამასთანავე, მარცვლეულის შეზღუდვის გამო, მწარმოებლები ზეთისხილის ნაყოფს განსხვავებული გზით კრეფენ. “წელს 80%-ით ნაკლები წარმოება გვაქვს, ეს გამოწვეულია ამინდის პირობებით. ზეთისხილის 1000 ძირს ვზრდი და იმ 4-5 ტონიდან, რასაც ყოველ წელს ვკრეფ, წელს 500 ლიტრ ზეთს გამოვიყვან, რაც იქნება ძირითადად პირადი მოხმარებისთვის,” ამბობს მწარმოებელი.

ზეითუნის ზეთის საბითუმო ფასი 10 ევროდან იწყება, ფასის ზრდა წარმოების შეზღუდვას უკავშირდება, რაც ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად: ცენტრალურ მაკედონიაში, პიერიაში, იმათიასა და პელაში 70%-80%-საც კი აღწევს.

მომხმარებლები ამბობენ, რომ უკვე შეცვალეს კვებითი ჩვევები, რადგან ზეთის შეძენა მათთვის სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება, მეორეს მხრივ კი, მისი წარმოების შემცირების გამო, შესაძლოა დეფიციტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

onalem

ტესტ