fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: აფრიკულმა მტვერმა ხალხი საავადმყოფოში “გააგზავნა” (კადრები)

დღევანდელ დღემდე საბერძნეთში აფრიკული მტვრის ინტენსივობა ჰაერში საკმაოდ შესამჩნევია და ექსპერტები მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. რეკომენდაციაა, რომ მოერიდონ ყველანაირ ფიზიკურ აქტივობას, დაკეტილი იყოს კარ-ფანჯარა და იმ შემთხვევაში, თუკი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები განვითარდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

ფაქტობრივად, როგორც მედია იუწყება, სასუნთ გზებთან დაკავშირებული პრობლემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართვიანობა გაიზარდა, აფრიკული მტვრის ინტენსივობა იმენად მაღალია, რომ ბერძნულ ქალაქები ფორთოხლისფრად შეიღება და ვრცელდება კადრები, რომლებიც ვითარებას კარგად ასახავს.

ექსპერტთა ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა კრეტაზე, კალამატასა და ათენშიც. დღეს სურათი გაცილებით უკეთესია და ამჟამინდელი პროგნოზით, მტვერი ნელ-ნელა დატოვებს ქვეყანას.

onalem

ტესტ