fbpx
საბერძნეთი

გაუარესებული ამინდი საბერძნეთში: თესალონიკში არის მსხვერპლი

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ კი, თესალონიკში, გაუარესებული ამინდის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა.

ირკვევა, რომ მამაკაცი მაშველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. როგორც ჩანს, მისი მანქანა წყალმა წაიღო და ვინაიდან დინება საკმაოდ ძლიერი და სწრაფი იყო, მამაკაცმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო.

არსებული ცნობებით, ამავე ტერიტორიაზე ერთი ადამიანი ითვლებოდა გაუჩინარებულად, თუმცა, ამ დრომდე არ არის დადგენილი არის თუ არა ეს იგივე მამაკაცი.

თესალონიკში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები გამოიწვია, სახანძრო სამსახურმა მიიღო ათობით ზარი, წყლის ამოტუმბვისა და დახმარების თხოვნით.

onalem

ტესტ