fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 1 წლის ბავშვს, რომელიც საავადმყოფოში გარდაცვლილი გადაიყვანეს, სექსუალური ძალადობის ნიშნები აქვს

კუნძულ კოსზე საზოგადოება შეძრა ახალშობილის ამბავმა, რომელიც გუშინ ღამით საავადმყოფოში გარდაცვლილი გადაიყვანეს. ბავშვი მხოლოდ 1 წლის არის, მისმა 24 წლის დედამ დახმარება მას შემდეგ ითხოვა, რაც გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე, გააცნობიერა, რომ ჩვილი გონზე არ იყო.

ახალგაზრდა ქალმა მეზობლებს დაუძახა, რომელთაგან ერთ-ერთი ცდილობდა, ბავშვისთვის პირველადი დახმარება გაეწია, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე. 20:25 საათისთვის სახლში ექიმები მივიდნენ და ვინაიდან მდგომარეობა კრიტიკული იყო, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფრის გაკეთება ვერ მოესწრო.

შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ 1 წლის ბავშვს აღენიშნება სექსუალური ძალადობის ნიშნები, სისხლჩაქცევები, დალურჯებები, მისი დედა ისევ ფეხმძიმედ არის, ხოლო მამა წარსულში დაკავებული იყო პორნოგრაფიასთან დაკავშირებული ბრალდებით.

მას შემდეგ, რაც ბავშვის ცხედრის მდგომარეობის შესახებ პოლიციას ეცნობა, ოფიცრებმა მშობლები დაუყოვნებლივ დააკავეს.

onalem

ტესტ