fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“თუ ჩემმა შვილმა არ გამაკრიტიკა, სხვამ ვინ უნდა გააკეთოს ეს?! მას თავისი გზა აქვს”

თამთას ინტერვიუ ბერძნულ ჟურნალთან, სადაც თავის გოგონასა და ევროვიზიაზე მონაწილეობაზე კვლავ საუბრობს.

– ოდესმე თქვენს გოგონას გაუკრიტიკებიხართ?

თუ ჩემი შვილი არ გამაკრიტიკებს, სხვა ვინ უნდა გააკეთოს ეს. ის ამაში აბსოლუტურად თავისუფალია და თავისი გზით აკეთებს. არვიცი, რამდენად ობიქეტური შეიძლება იყოს, მაგრამ მისი კრიტიკა ყოველთვის მეხმარება. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მე მჭირდება მისი კრიტიკა. ის მიეკუთვნება იმ თაობას, რომელიც, ალბათ, ჩემი ძირითადი მსმენელია.

– ბევრი მომღერალი იყენეს ევროვიზიას კარიერის მეტად განსავითარებლად, რას ფიქრობთ ამაზე?

ევროვიზია გაძლევს საშუალებას, გიყუროს 200-მა მილიონმა ადამიანმა. ოცნებები ყოველთვის დიდია, მაგრამ ამ მხრივ მოლოდინები არ მაქვს, მე, უბრალოდ, საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებ.

– გაქვს რაიმე თილისმა?

ბოლოს ენერგიის კრისტალი მივიღე და ასევე მაქვს ღვთისმშობლის პატარა ხატი. ის იქ მიდევს, სადაც ვმღერი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. მაგრამ ისეთი ნივთი არ მაქვს, რომლის გარეშეც, მაგალითად, სცენაზე არ გავალ.

onalem

ტესტ