fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში 15 იანვრიდან იხსნება პლატფორმა მოქალაქეთა ვაქცინაციის დასაწყებად

ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგოს გეორგანტასმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საბერძნეთში 20 იანვრიდან რიგითი მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება, ხოლო 15 იანვარს ამისთვის გაიხსნება სპეციალური პლატფორმა, სადაც მოხდება მათი რეგისტრაცია.

როგორც უკვე ცნობილია, ვაქცინის გასაკეთებლად ვიზიტის დანიშვნა უნდა მოხდეს წინასწარ, აფთიაქებში. სისტემაში მოქალაქის რეგისტრაციის შემდეგ ისინი მიიღებენ ინფორმაციას SMS-ის საშუალებით, ნომრიდან, 13034.

სისტემას უკვე “ეცოდინება” ყველა ადამიანის მისამართი, ამიტომ SMS-ში მითითებული იქნება მის სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სპეციალური ცენტრი და დრო, თუ სად და როდის უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის.

ამრიგად, 15 იანვრიდან ვაქცინის გაკეთების მსურველებს უკვე შეეძლებათ ვიზიტების დანიშვნა.

onalem

ტესტ