fbpx
საბერძნეთი

სააღდგომო ფულადი საჩუქრის ჩარიცხვა საბერძნეთში 1-ელ მაისამდე უნდა მოხდეს

აღდგომის დღესასწაული ახლოვდება და კერძო სექტორის თანამშრომლებს აქვთ უფლება, მიიღონ სააღდგომო ფულადი საჩუქარი დამსაქმებლებისგან, რომელიც საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს 2024 წლის 1-ელ მაისამდე. მოკლედ რომ ვთქვათ, 1-ლი მაისი, დიდი ოთხშაბათი, არის ბოლო დღე ფულადი ტრანზაქციის განსახორციელებლად.

ფულადი საჩუქარი გამოითვლება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხანი მუშაობთ აღნიშნულ სამსახურში. თუ დასაქმებული ხართ 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, ამ შემთხვევაში გეკუთვნით მთლიანი რაოდენობა ანუ ხელფასის ნახევარი. თუ არ მუშაობთ 1-ლი იანვრიდან და შედარებით გვიან დაიწყეთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კუთვნილი თანხა გამოითვალოთ ამ ბმულზე: https://www.kepea.gr/calc-doro-pasxa.php

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფულადი საჩუქრის არ მიღების ან დამსაქმებლის მხრიდან, ჩარიცხვის შემდეგ, უკან მოთხოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციას (ეპითეორისი ერღასიას) იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს თქვენი სამსახური და შეიტანოთ საჩივარი კანონდარღვევის შესახებ.

onalem

ტესტ