fbpx
საბერძნეთი

“შავი” რეკორდი დღეს საბერძნეთში – მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა

დღეს საბერძნეთში კიდევ ერთი ნეგატიური რეკორდი დაფიქსირდა. 17 მარტს ქვეყანაში 3,465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დღეს, ინფიცირების 3.586 ახალი შემთხვევა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მართვით სუნთქვაზე მყოფთა რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით, 18-ით გაიზარდა. ამ დროისთვის საერთო ჯამში მძიმე პაციენტთა რიცხვი 699-ს უდრის.

სამწუხაროდ, დღეს, 23 მარტს, საბერძნეთში კორონავირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პანდემიის აფეთქებიდან დღემდე ქვეყანაში 7.582 პაციენტია დაღუპული.

როგორც უკვე ცნობილია, არსებული ეპიდმდგომარეობის გამო საბერძნეთში 29 მარტს მაღაზიები არ გაიხსნება, ამ დროისთვის მუშაობენ სილამაზის სალონები, ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები, ესთეტიკური ცენტრები. ყველა აღნიშნულ დაწესებულებაში მისვლამდე საჭიროა წინასწარ ვიზიტის დანიშვნა და პირბადის ტარება მომსახურების მიღებისას.

 

onalem

ტესტ