fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკი ლესვოსზე ჩავიდა და თურქ ტურისტებს შეხვდა, რომლებიც კუნძულებზე ვიზებს მარტივად იღებენ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთმა თურქი ტურისტებისთვის აამოქმედა მარტივი სავიზო რეჟიმი, ე.წ. ექსპრეს-ვიზა, რომლის საშუალებითაც თურქეთის მოქალაქეები კონკრეტულ კუნძულებზე მარტივად ჩადიან გემების საშუალებით და იქ მაქსიმუმ 7 დღეს ატარებენ.

აღნიშნულის ფარგლებში დღეს ლესვოსს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი ეწვია და 92 ტურისტს შეხვდა, რომელიც ამ დროისთვის მიტილინში იმყოფება.

“ქუჩებში გასეირნებისას ხალხს მივესალმე და დავინახე, რომ ამ ადამიანების უმეტესობა იღიმის, მე კი ვიცი, რა არის ამდენი ღიმილის მიზეზი – კუნძულზე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა მარტივი სავიზო რეჟიმის პროგრამის გამო. რეგიონის მოთხოვნა მთავრობამ დააკმაყოფილა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს სულაც არ იყო მარტივი. მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს დიდი შრომა დასჭირდა, რათა დაერწმუნებინა ევროკომისია, რომ მზად ვართ შევასრულოთ შენგენის მაღალი მოთხოვნები და შევძლოთ ვიზის მარტივად გაცემა. ამ მომენტში საბერძნეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც ეს პროგრამა მუშაობს, აღნიშნულის ამოქმედება ჩემი მოვალეობა იყო და ჩვენ ეს შევძელით,” აღნიშნავს კირიაკოს მიცოტაკი.

onalem

ტესტ