fbpx
საბერძნეთი

17 აპრილს ათენი მეტროს, ΗΣΑΠ-ისა და გარეუბნების მატარებლების გარეშე – გაფიცვა და აქციები ქალაქის ცენტრში

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ათენში 17 აპრილს დიდი საპროტესტო აქცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც სარკინიგზო ტრანსპორტი გაფიცვას აცხადებს.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, 24 საათის მანძილზე არ იმუშავებს მეტროს არცერთი ხაზი, იგულისხმება მე-2 და მე-3 ხაზები და ასევე 1-ლი ხაზი, ΗΣΑΠ, რომელიც მოძრაობს მიწის ზემოთ (ილეკტრიკო/ტრენო).

ასევე, 17 აპრილს 24 საათის მანძილზე არ იმუშავებენ გარეუბნების მატარებლებიც, ოფიცებიან ექიმები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ბუღალტრები.

არ განხორციელდება გემების რეისებიც.

საპროტესტო აქცია დაგეგმილია დილის 11:00 საათისთვის და დემონსტრანტები კლავთმონოს სკვერთან შეიკრიბებიან.

ამ წუთისთვის ცნობილია, რომ ჩვეულ რეჟიმში ივლიან ავტობუსები და ტროლეიბუსები, მაგრამ 17 აპრილამდე გადაწყვეტილებების შეცვლა გამორიცხული არ არის.

 

onalem

ტესტ