fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პარლამენტმა ათენში კრემატორიუმის მშენებლობის საკითხი დაამტკიცა

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, ათენთან ახლოს, ელეონას ტერიტორიაზე კრემატორიუმის მშენებლობასთან დაკავშირებით.

კანონი საშუალებას აძლევს ათენის მუნიციპალიტეტს აშენდეს კრემატორიუმი დაახლოებით 10 ჰექტარზე.

პროექტის ღირებულება 1,5 მილიონი ევროა.

ექსპერტების განცხადებით, ყველაფრის დასრულების შემდეგ, კრემაციის ღირებულება 500 ევრო იქნება.

ამ დრომდე ბერძნებს, საკუთარი ახლობლებისა და ოჯახის წევრების ცხედრების კრემაციისთვის, საზღვარგარეთ წასვლა უწევდათ, ძირითადად მეზობელ ბულგარეთში, სადაც ამას გაცლებით ნაკლებ ფასში აკეთებენ.

საბერძნეთში კრემაციის პროცედურა დაშვებული 2016 წლის თებერვლიდან გახდა, მიუხედავად მართლმადიდებლური ეკლესიის ძლიერი წინააღმდეგობისა.

onalem

ტესტ