fbpx
საბერძნეთი

პოლიციის სპიკერის აღიარება: “პროტოკოლის არცერთი პუნქტი არ დაიცვეს, კირიაკი თხოვნის გარეშეც უნდა დაეცვათ”

საბერძნეთის პოლიციის სპიკერი, კონსტანტია დიმოღლიდუ საჯაროდ აღიარებს, რომ აგიი ანარგირის პოლიციის განყოფილებაში ოფიცრებმა პროტოკოლის არცერთი პუნქტი არ დაიცვეს და მოქმედებები სწორად არ შესრულდა.

დიმუღლიდუმ მედიასთან განაცხადა: “პირველივე წუთიდან ვაღიარეთ, რომ არცერთი მოქმედება სწორად არ შესრულდა განყოფილებაში. კონკრეტულ ტერიტორიაზე, ასევე მეზობელი უბნის განყოფილებაში, არსებობდა უამრავი მანქანა, რომელსაც შეეძლო, რომ მსხვერპლი გადაეყვანა სასურველ ადგილას.

კირიაკის საჩივრის შეტანის გარეშეც კი, პოლიციელები ვალდებულნი იყვნენ, გაეტარებინათ სისტემაში ინციდენტის შესახებ ინფორმაცია და ჩატარებულიყო შესაბამისი მოქმედებები. კირიაკის რომც არ ეთხოვა ის ყველაფერი, რაც ითხოვა, პოლიცია ვალდებული იყო, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება. როდესაც გვაქვს ოჯახური ძალადობის შემთხვევები, პოლიცია ავტომატურად ღძრავს საქმეს.

რაც შეეხება ოფიცერს, რომელმაც გოგონას უთხრა, რომ პოლიციის მანქანა ტაქსი არ არის, გამოძახებულია, რომ შესაბამისი განმარტებები გააკეთოს,” აცხადებს ქ-ნ დიმოღლიდუ.

onalem

ტესტ