fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში ბავშვთა საავადმყოფო აშენდება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკის ჩრდილოეთით, ფილიროს ტერიტორიაზე, აშენდება ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც სრული ფუნქციონირებისთვის მზად 2025 წლისთვის იქნება. საუბარია საავადმყოფოზე, რომელიც საუკეთესო იქნება არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.

აღნიშნული საავადმყოფოს შესახებ ისაუბრეს თესალონიკში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (მაკედონია-თრაკი), სტავროს კალაფატი, პირველადი ჯანდაცვის გენერალური მდივანი, მარიოს თემისტოკლეუ, ადგილობრივი მერები და რიგითი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.

პროექტს სტავროს ნიარხოს ფონდი დააფინანსებს, რომელმაც უკვე წარმოადგინა არქიტექტურული გეგმა და წარმომადგენლებმა უპასუხეს კითხვებს, რომლებიც მშენებლობას და ფუნქციონირებას უკავშირდებოდა.

სტავროს კალაფატიმ აღნიშნა, რომ ეს საავადმყოფო იქნება მნიშვნელოვანი პუნქტი თესალონიკის ჯანმრთელობის რუკის ფორმირებაში, ექნება ორი კორპუსი, კომპლექსი გარშემორტყმული იქნება ბაღებით, გამწვანებით და იქნება საკმაო ტერიტორია ოჯახებისთვის, პაციენტების თანმხლები ადამიანებისთვის, რომელთაც უწევთ საავადმყოფოებში დიდი დროის გატარება, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

onalem

ტესტ