fbpx
საბერძნეთი

აფეთქება ათენის პრესტიჟულ გარეუბანში – გლიფადაში კორპუსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს (კადრები)

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის პრესტიჟულ გარეუბანში, გლიფადაში, ძლიერი აფეთქება მოხდა. დაზიანებულია სამი მანქანა, ზარალი ასევე მიადგა კორპუსს, თუმცა, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის.

Protothema.gr იუწყება, რომ აფეთქება ღამის 03:30 საათზე მოხდა, ამ დროს შეუძლებელი იყო ვინმეს შეენიშნა, რომ თავდასხმა იგეგმებოდა. ინციდენტი არ იყო შემთხვევითი, ვინაიდან კორპუსთა კომპლექსის შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს, გაააქტიურეს და შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.

ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს დაადგინოს, თუ რა იყო თავდასხმის მოტივი და სამიზნე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზდა შესაბამისი სამსახური, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები ლაბორატორიული კვლევისთვის არის გადაგზავნილი. ასევე მოწმდება კამერები, რათა დამნაშავეთა გადაადგილების მიმართულება დადგინდეს.

onalem

ტესტ