fbpx
საზოგადოება

ჯორჯის მონოიუს მეუღლემ ახლა გაიგო მისი გარდაცვალების შესახებ – ექიმებმა ქალს დაკრძალვაზე წასვლის ნება არ მისცეს

ჯორჯის მონოიუს ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი საბერძნეთი შეძრა. ბედის ირონიით, ის ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების მანქანას შეეწირა, რომელიც ახალი შეძენილი ჰყავდა და საჭესთანაც პირველად იჯდა.

როგორც უკვე ცნობილია, მონოიუსთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელიც მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მეუღლე გარდაეცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცს დღეს მიკონოზე დაკრძალავენ, საიდანაც წარმოშობით იყო და ცერემონიას მხოლოდ ოჯახი და რამდენიმე ახლობელი დაესწრება. სამწუხაროდ, დაშავებულ ქალს ექიმებისგან არ აქვს ნება დართული, რომ მეუღლეს საბოლოოდ გამოემშვიდობოს.

არსებული ცნობებით, მან მხოლოდ ახლა გაიგო, რომ მონოიუ ავარიას ვერ გადაურჩა, შესაბამისად, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდა და სცადა, საავადმყოფოდან წასულიყო. რა თქმა უნდა, ექიმებმა მას არ მისცეს უფლება, რომ იქაურობა დაეტოვებინა და ამასთანავე, უთხრეს, რომ მისი ჯანმრთელობისთვის დაკრძალვაზე წასვლა ზიანის მომტანი იქნება.

ცნობილ ბიზნესმენს ავარიის შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიადგა, საუბარია მოტეხილობებზე მთელ სხეულზე, თავის არეში მძიმე ტრამვაზე და დამწვრობებზე, რომლებიც მაშინ მიიღო, როცა მანქანა ალში გაეხვა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯის (გიორგოს) მონოიუ “ახალი დემოკრატიის” დეპუტატის, კატერინა მონოიუს ძმა იყო.

 

onalem

ტესტ