fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ქორწინების მე-3 წლისთავი და ყურებამდე შეყვარებული წყვილის “მაკარენა”

კატია ზიგულიმ და საკის რუვამ ქორწინების მე-3 წლისთავი და ამავე დროს კატიას იუბილე აღნიშნეს. მრავალწლიანი ურთიერთობის ფონზე, ყურებამდე შეყვარებული საკუთარ გრძნობებს არასოდეს მალავს და ერთმანეთზე საუბრისას ეს ყოველთვის ეტყობათ.

ზიგულიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ცეკვავენ მაკარენას, წარწერით: “მოდი იყოს ჩვენი ცხოვრება ცეკვა და ნაბიჯებს ვიპოვით.”

რუვამ კი მეუღლეს ასეთი პასუხი დაუწერა: “პირველივე წუთიდან, როცა დაგინახე, წარმოუდგენელი მიზიდულობა ვიგრძენი. თითქოს ჩვენი ქმედებები იყო სინქრონიზირებული. შენს გვერდით ვიქნები არა მხოლოდ ერთი, არამედ ბევრი სხვა ცხოვრება, რომ აღმოვაჩინო, რამდენად ღრმაა ჩემი სიყვარული შენდამი, რომ ერთად დავგეგმოთ ჩვენი ყოველი ნაბიჯი. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო.”

 

onalem

ტესტ