fbpx
საზოგადოება

ათენის საავადმყოფოში 11 თვის ბავშვი დაიღუპა – მას აღენიშნება სექსუალური ძალადობის კვალი

11 თვის ბავშვი დღეს დილით, საკუთარი მამის თანხლებით, “Αγλαΐα Κυριακού”-ს საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. როგორც ექიმები იუწყებიან, ბავშვი არ იყო კონტაქტური და არ ფიქსირდებოდა სასიცოცხლო ნიშნები. პედიატრების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩვილი გოგონას ოჯახი სირიიდან არის და ზოგრაფუზე მდებარე ბინაში ცხოვრობს.

ირკვევა, რომ ახალშობილს ენცეფალიტი ჰქონდა, თუმცა, ყველაზე შოკისმომგვრელია ექსპერტის დასკვნა, რომ მას აღენიშნება სექსუალური ძალადობის ნიშნებიც.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ექსპერტიზა, რათა ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები დადგინდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ სახლში, რომელიც სირიელებს აქვთ ნაქირავები, ცხოვრობს კიდევ სხვა ცოლ-ქმარი, რომლებიც ასევე სირიიდან არიან და როგორც ჩანს, ხარჯებს იყოფენ.

 

 

 

onalem

ტესტ