fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: გამოძიება 19 წლის ელენას საქმეზე, რომელსაც მშობიარობა დაეწყო და სასწრაფო დახმარება 4 საათის დაგვიანებით მივიდა

ბერძნული მედია 19 წლის ელენას შესახებ იუწყება, რომელიც ნეა მაკრიში გარდაიცვალა, სანამ ექიმები ადგილზე მივიდოდნენ. გოგონა 8 თვის ფეხმძიმე იყო, დილის საათებში ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხეს, მაგრამ თავდაპირველად არ ჩათვალეს, რომ მშობიარობა ეწყებოდა, ვინაიდან ორსულობის მე-8 თვეში იყო. სამწუხაროდ, დაიღუპა მუცლად მყოფი ბავშვიც.

როგორც ირკვევა, მისი ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარების ცენტრში მინიმუმ ორჯერ დარეკეს, ამას თავად ცენტრიც ადასტურებს, თუმცა, მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ მინიმუმ 20 ზარი მაინც განახორციელეს, რადგან ელენას მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და ტკივილები უფრო და უფრო უძლიერდებოდა. ჩვენების მიხედვით, ისინი 10:00-ის შემდეგ რეკავდნენ დახმარების თხოვნით, პასუხად კი, იღებდნენ, რომ თავისუფალი მანქანა არ ჰყავდათ და საბოლოოდ სამედიცინო ბრიგადა სახლში 13:00 საათის შემდეგ მივიდა.

საქმეში ჩართულია პროკურატურა და მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა მოხდა ზუსტად და რამდენად შეესაბამება სიმართლეს გოგონას ოჯახის წევრების ჩვენებები, თავად ΕΚΑΒ-ის წარმომადგენლობა კი ამბობს, რომ მათი მხრიდან არ მოხდა ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდება და იმ მდგომარეობის მიხედვით, რომელიც აღუწერეს, შემთხვევა არ ჩათვალეს, როგორც გადაუდებელი.

 

onalem

ტესტ