fbpx
კრიმინალი

პატისიონზე დააკავეს ალბანელი 66 წლის ქალი, რომელიც სკოლასთან ნარკოტიკს ყიდდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ათენის ცენტრში სპეცოპერაციის შედეგად 66 წლის ქალი დააკავა, წარმოშობით ალბანეთიდან.

საქმის მასალების მიხედვით, ოპერაცია განხორციელდა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის მეშვეობით. ქალი პატისიონზე მდებარე ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. ჩხრეკის შედეგად მას აღმოუჩინეს 227 შეკვრა, რომელიც გასაყიდად ჰქონდა გამზადებული, ასევე, სასწორი, რომელსაც თავისი საქმიანობისთვის იყენებდა, თანხა, 4.000 ევრომდე და მათ შორის ერთი ყალბი ბანკნოტი (50 ევრო).

პოლიცია აგრძელებს გამოძიებას, რათა დადგინდეს, ჰყავს თუ არა ქალს მოკავშირეები აღნიშნულ საქმიანობაში.

onalem

ტესტ