fbpx
საზოგადოება

“ისეთი მეუღლე მინდა, როგორიც დედაჩემია, საჭმელს რომ ამზადებდეს და საწოლს ასწორებდეს” – ნიკოს ვერტის

ნიკოს ვერტი საკუთარი კარიერის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ ფაქტთან დაკავშირებით საზაფხულო ტურნეც აქვს დაგეგმილი. მან მედიასთან, აღნიშნული თემის გარდა, განმარტა, რატომ არ სურს საჯაროდ პირად ცხოვრებაზე საუბარი და ზოგადად, როგორ ქალს ისურვებდა გვერდით.

“სრულყოფილად და შევსებულად მაშინ ვიგრძნობ თავს, როდესაც ჩემს ცხოვრებას ნორმალურ რიტმში ჩავსვამ. ვცდილობ, რომ პირადი ცხოვრება პირად ცხოვრებად დავტოვო. არ მინდა, რომ ჩემს ასოცირებას ახდენდნენ ურთიერთობასთან, მხოლოდ მუსიკასთან მინდა, რომ მაკავშირებდეს ხალხი. რა თქმა უნდა, მქონდა და მექნება ურთიერთობები, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. 

ქალი, რომელიც ჩემს გვერდით იქნება, უნდა დავიცვა, რადგან არ არის ლამაზი, რომ რაიმე სახის იარლიყი მიაწებონ ჩემ გამო, თუკი უკვე ცნობილი არ არის. მეორეს მხრივ, ცუდად ნუ მიიღებთ, მაგრამ ისეთი მეუღლე მინდა, რომელიც დედაჩემს ემგვანება. მინდა ქალი, რომელიც საჭმელს მოამზადებს და საწოლს გაასწორებს. ქალი ქალი უნდა იყოს. მე გავიზარდე დედასთან, რომელიც დღეში ორ კერძს ამზადებდა, საწოლს მისწორებდა და არ მეჩხუბებოდა, როდესაც ჩემს ფეხსაცმელს აქეთ-იქით ვყრიდი. მემგონი, რომ ჩვენ ყველას გვინდა გვერდით მეუღლე, რომელსაც დედაჩვენის რაღაც თვისებები აქვს,” ამბობს მომღერალი.

onalem

ტესტ