fbpx
საზოგადოება

ქალის გარდაცვალება Pfizer-ის ვაქცინით აცრის შემდეგ: სიკვდილის მიზეზი დადგენილია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პელაში 68 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ დაადგინა. როგორც უკვე ცნობილია, ის Pfizer-ის ვაქცინით აცრიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. ეს მისთვის მეორე დოზა იყო.

პირველადი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილი იშემიურმა ინსულტმა გამოიწვია და მის ორგანიზმში თრომბის განვითარება არ დასტურდება.

როგორც ადვოკატი ამბობდა, ოჯახი არ ადანაშაულებს არც საავადმყოფოს და არც ვაქცინას, მათ უბრალოდ სიმართლის გაგება სურთ.

ამ დროისთვის მათ ეს პასუხი აქვთ ექსპერტიზისგან, თუმცა, დაგეგმილია კიდევ ერთი ჰისტოლოგიური კვლევა, რომლის შედეგების გამოვლენას სამი თვე მაინც დასჭირდება.

68 წლის ქალმა ვაქცინა 4 მაისს გაიკეთა და 5 მაისს გარდაიცვალა. გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: გულისრევა, ძლიერი დაჭიმულობა და ტკივილი გულის არეში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიმპტომებმა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაუარა, მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ ისევ გამოუვლინდა და გარდაიცვალა.

onalem

ტესტ