fbpx
საზოგადოება

“შეხედეთ, ალბანელს კარიერის გაკეთებაც უნდა!” – ასე თქვეს, როცა სტუდიის კარი მოვიხურე, მას შემდეგ, მეშინოდა მეთქვა, რომ ალბანელი ვარ

ელენი ფურეირამ podcast-ში, ნატასა ბოფილიუსთან და მერი სინაცაკისთან ერთად ისაუბრა და განმარტა, რატომ მალავდა წლების მანძილზე საკუთარ ალბანურ წარმოშობას. როგორც მომღერალი ამბობს, მუდმივად რასიზმის მსხვერპლი იყო, შესაბამისად, განა თავად რცხვენოდა იმის თქმის, რომ ალბანეთიდან არის, არამედ ეშინოდა ხალხის რეაქციის, როცა ამას იტყოდა.

“როცა საბერძნეთში ჩამოვედი, წლების გასვლასთან ერთად ვხედავდი, რომ ფაქტი, რომ ალბანეთიდან ხარ, რაღაც ცუდს ნიშნავდა. ვიზრდებოდი და ვგრძნობდი, რომ თუ სადმე ვიტყოდი ჩემი წარმოშობის შესახებ, აუცილებლად შეურაცხყოფას მომაყენებდნენ და ამ ფაქტმა ჩემს გულსა და გონებაში ღრმა კვალი დატოვა და როცა ხალხთან ერთად ვიყავი და ვამბობდი, რომ ალბანეთიდან ვარ, სახეებში ვუყურებდი, რა რეაქცია ექნებოდათ ამის მოსმენისას. ვისურვებდი, რომ რასიზმი არ განმეცადა და მეთქვა: “ბავშვებო, მე ალბანეთიდან ვარ! ეს ძალიან მაგარი არ არის?!”

მე კიარ მრცხვენოდა ჩემი წარმოშობის, არამედ მეშინოდა თავად ხალხის რეაქციის, სწორედ ამიტომ არ მინდოდა მეთქვა, საიდან ვიყავი.

კარიერის დასაწყისში, არ მქონდა გამბედაობა, არ მჯეროდა საკუთარი თავის. ერთ-ერთ სტუდიაში რომ მივედი ჩაწერაზე და დასრულებისას კარი მოვიხურე, გავიგონე თქვეს: :შეხედეთ, ალბანელს კარიერის გაკეთებაც უნდა!” ახლა ვითარება შეცვლილია და ძალიან მიხარია. ჩემს შვილს აუცილებლად ვასწავლი, რომ იყოს ამაყი და ბედნიერი იმით რაც არის და რასაც გააკეთებს,” ამბობს ელენი

onalem

ტესტ