fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცს ჩანთა წაართვეს, ის კი მძარცველებს მანქანით დაეჯახა (ვიდეო)

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ეს იყო დაუჯერებელი შებრძოლება მძარცველებთან, რომელიც მამაკაცისთვის არც თუ ისე კარგად დასრულდა.

შემთხვევა სპატაში მოხდა და თვითმხილველმა ეს ყველაფერი ვიდეოზე აღბეჭდა.

მამაკაცს, რომელსაც თავისი თეთრი მანქანა რამდენიმე წუთით ჰყავდა გაჩერებული, მოტოციკლით მომავალი ორი მძარცველი დაესხა თავს და ჩანთა წაართვეს, რომელიც, სავარაუდოდ, მისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო.

მსხვერპლი არ დანებდა და მანქანით, სხვა გზით, გაეკიდა, შემდეგ უეცრად გააჩერა და როცა ორმა დამნაშავემ შეუხვია, ისინი ერთმანეთს დაეჯახნენ, თუმცა, მსუბუქად. მამაკაცი გადმოვიდა და ჩანთის უკან დაბრუნება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მათ გაქცევა მოახერხეს.

პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

onalem

ტესტ