fbpx
საბერძნეთი

გართობა სხვა დონეზე – ბერძნულ ბუზუკებში თეფშები მიწის ბურღით დაამტვრიეს

კუნძულ სიროსიდან უპრეცენდენტო კადრი ვრცელდება… როგორც ჩანს, კუნძულზე გართობა სულ სხვა დონეზე აიყვანეს და ბუზუკებში თეფშების მტვრევის განსხვავებულ გზას მიმართეს.

ადამიანს, რომელსაც აღნიშნული იდეა ეკუთვნის, როგორც ღამის კლუბის მეპატრონე ამბობს, უნდოდა, რომ მისი საღამო განსაკუთრებული ყოფილიყო და ადგილზე მიწის საბურღი მანქანა მიიყვანა. სწორედ ამ მანქანით დაამტვრიეს თეფშები.

მეპატრონე აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა არასოდეს ჰქონია და არც ამ იდეის წინააღმდეგ წასულა.

“წვეულების მთავარმა “გმირმა” მითხრა, რომ ამ საღამოს ძალიან ბევრ თეფშს დაამტვრევდა და ჭურჭელი მომემარაგებინა. მოვიტანეთ, როგორც გვთხოვა, შემდეგ კი, თავად მიწის საბურღი მანქანა მოიყვანა და ასე დაიწყეს თეფშების მტვრევა,” აცხადებს მეპატრონე.

onalem

ტესტ