fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში 15 წლის ბიჭმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მამამისი დედაზე ძალადობდა

ბოლო დღეებში საბერძნეთში ქალებზე ძალადობის შემთხვევები განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა, რადგან ჩანს, რომ ქალებმა ხმა აიმაღლეს და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმთელობის დასაცავად პოლიციას მიმართავენ, აქამდე კი, ბევრი მსგავსი შემთხვევა მათი სახლის კარს მიღმა რჩებოდა. ამჯერად თესალონიკში 44 წლის ქალბატონი საკუთარმა ვაჟმა იხსნა მოსალოდნელი საფრთხისგან.

როგორც ირკვევა, 15 წლის მოზარდმა პოლიციაში დარეკა და ოფიცერს განუცხადა, რომ მისი მამა დედაზე ძალადობდა, ფიზიკურად უსწორდებოდა და ეშინოდა, რომ უარესი მოხდებოდა. პოლიცია სახლთან მალევე მობილიზდა და მამაკაცი დააკავეს. როგორც 15 წლის ბიჭმა აღნიშნა, შეეშინდა, რომ მამაკაცი დანას აიღებდა, რადგან ადრე ქალს დანითაც დამუქრებია. ამას გარდა, თავადაც უსწორდებოდა ფიზიკურად.

საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მამაკაცი ადრეც იყო დაკავებული, 2018 წელს, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, მაგრამ როგორც ვხედავთ, ოჯახში დაბრუნდა და საკუთარი ქცევა არ გამოუსწორებია.

თავად 44 წლის ქალის ადასტურებს თავისი ვაჟის ჩვენებას და ამბობს, რომ თვეში რამდენჯერმე სცემდა მათ.

onalem

ტესტ