fbpx
კრიმინალი

დააკავეს ბერძენი ქალი, რომელმაც ორი ბავშვი იშვილა და სასტიკად სცემდა – მისმა მეუღლემ თავი მოიკლა

კუნძულ ზაკინთოდან გავრცელებულმა ამბავმა ბერძნული საზოგადოება შეძრა. დააკავეს 49 წლის ქალი, რომელსაც ბავშვებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად, ის სასამართლოს წინაშე დღეს დილით წარსდგა.

როგორც ირკვევა, საჩივრები მეზობლებმა შეიტანეს, პოლიციას დაუკავშირდა ერთ-ერთი ქალბატონი და განაცხადა, რომ ბავშვები საშინელ პირობებში იზრდებოდნენ და რაიმე გამოსავალი უნდა ეპოვათ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები, რომელთა ასაკიც 12 და 9 წელია, “ბავშვის ღიმილის” ორგანიზაციიდან აიყვანა 49 წლის ქალმა და მისმა მეუღლემ. მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც ასევე, საქმის უცნაური გარემოებაა.

წყვილი წლების მანძილზე ცდილობდა ბავშვის გაჩენას, სცადეს ხელოვნური განაყოფიერების გზაც, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოსდიოდათ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ბავშვების აყვანა და როგორც ცნობილია, მამაკაცი ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი იყო. სავარაუდოდ, იგივეს არ განიცდიდა 49 წლის ქალი, რომელსაც საკუთარი შვილი უნდოდა. ის ნაშვილებ ბავშვებს სასტიკად ეპყრობოდა.

მეზობლები აცხადებენ, რომ თავად ბავშვებიც ხშირად გადიოდნენ სახლიდან და მათ დახმარებას სთხოვდნენ, საბოლოოდ ისინი ზაკინთოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ასევე, იკვლევენ 49 წლის ქალის მეუღლის თვითმკვლელობის გარემოებებს.

onalem

ტესტ