fbpx
კრიმინალი

სამუდამო პატიმრობა ალბანელს, რომელმაც ქართველი დამხმარე იმ მოხუცის თვალწინ მოკლა, რომელსაც უვლიდა

საბერძნეთის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ალბანელ მამაკაცს, რომელმაც საქართველოს მოქალაქე დრაპეცონაში მდებარე ბინაში იმ მოხუცის თვალწინ მოკლა, რომელსაც უვლიდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

კერძოდ, შემთხვევა 2015 წლის 8 სექტემბერს მოხდა. სამი ალბანელი დრაპეცონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა. ამავე სახლში ცხოვრობდა 66 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საბერძნეთში 2005 წლიდან იმყოფებოდა და მოხუც მამაკაცს უვლიდა, მას საქართველოში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა დატოვებული, რომელთაც აქედან გაგზავნილი ფულით არჩენდა.

როგორც ცნობილია, ალბანელებმა ქართველი მამაკაცი საწოლზე დააბეს და თავის არეში სასტიკად ურტყამდნენ, შედეგად შუბლის არეში პირველი სერიოზული დაზიანება მიიღო. დამნაშავეთაგან ერთ-ერთი მას გამეტებით სცემდა თითქმის მთელ სხეულზე, საბოლოოდ კი სუნთქვის შეუძლებლობის გამო გარდაიცვალა. გამომდინარე იქიდან, რომ 97 წლის მოხუცს მოძრაობის პრობლემები ჰქონდა, ის უბრალოდ უყურებდა, როგორ აწამებდნენ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს.

ამ ყველაფრის შემდეგ მათ სახლიდან 200 ევრო და ტაბლეტი წაიღეს. ატიკის რეგიონის პოლიციამ საქმე ვიდეოს საშუალებით გამოიძია და ორი დამნაშავე დაახლოებით ხუთ თვეში დააპატიმრა.

საქმის დეტალური გამოძიების შედეგად სამი დამნაშავიდან ერთს განსაკუთრებული სისასტიკის გამოჩენის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

 

 

onalem

ტესტ