fbpx
კრიმინალი

კაროლაინის დედამ მათ მიწის საყიდლად 50.000 ევრო მისცა, ყოველ თვე კი 1.000 ევროს უგზავნიდა – ფინანსური დავა წყვილს შორის

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, მიწის ნაკვეთთან და სახლთან დაკავშირებით, რომლის აშენებაც კაროლაინსა და ბაბის ჰქონდათ დაგეგმილი. როგორც უკვე ცნობილია, წყვილს შეძენილი ჰქონდა მიწა, პიკერმის ტერიტორიაზე, სადაც საკუთარი სახლი უნდა აეშენებინათ, ისეთი, როგორზეც ოცნებობდნენ.

ტატიანა სტეფანიდუს გადაცემის მიხედვით, 50.000 ევრო მათ კაროლაინის დედამ მიცა, რომ დახმარებოდათ, მიწის შეძენაში, რომელიც 55.000 ევრო ღირდა. გარდა ამისა, წყვილს აღებული ჰქონდა 160.000 ევროს სესხი, რადგან ერთ-ერთი კომპანიის საშუალებით გეგმავდნენ სახლის აშენებას, საერთო ჯამში კი, ეს მომსახურება 190.000 ევრო ჯდებოდა. ანუ დარჩენილი ჰქონდათ კიდევ 30.000 ევრო.

ამავე წყაროს ინფორმაციით, წყვილს ფინანსური დავა ჰქონდა, ბაბი ანაგნოსტოპულო ამბობს, რომ ეხმარებოდნენ როგორც კაროლაინის, ასევე თავისი მშობლები.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ქ-ნ სუზანა საკუთარ შვილს ყოველ თვე 1.000 ევროს უგზავნიდა.

onalem

ტესტ