fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”პანეპისტიმიოს” მეტროში მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის, ”პანეპისტიმიოს” მეტროს სადგურში, რელსებში დღის 14:00 საათზე ჩავარდა. მაშინ, როცა მატარებელი მოდიოდა.

ადგილზე სახანძრო ბრიგადის 15 მაშველი მობილიზდა, რათა დაშავებული ამოეყვანათ. თუმცა, ოპერაციის დასრულებიდან 40 წუთის შემდეგ უცნობი მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც იცით, ასეთი შემთხვევები საბერძნეთში ძალიან ხშირია. ექსპერტების განმარტებით, ეს განსაკუთრებით უკავშირდება სუიციდის ფაქტებს, რომლებმაც თავი კრიზისის პერიოდში იჩინა.

თუმცა, ხშირად შეუძლებელია დადგინდეს, ადამიანი შემთხვევით ჩავარდა მატარებლის რელსებში, თუ იყო ეს მისი ”კეთილი ნება”.

onalem

ტესტ