fbpx
კატეგორიის გარეშე

კრეტული “დაკოს” მსოფლიოში საუკეთესო სალათად დასახელდა!

Taste Atlas-ის მიხედვით, კრეტული სალათი “დაკოს” მსოფლიოში საუკეთესო სალათად დასახელდა.

აღნიშნული ვებ-გვერდის მიერ მსოფლიოში საუკეთესო სალათების სია და მათი რეიტინგი გამოქვეყნდა გასულ კვირას და პირველ 100-ეულში მოხვდა არც მეტი, არც ნაკლები, 6 ბერძნული კერძი.

გარდა იმისა, რომ “დაკოს” პირველი ადგილი უკავია, სალათებს შორის, მესამე ადგილას გავიდა ტრადიციული ბერძნული “ხორიატიკი”, რომელიც თითქოს მარტივი ინგრედიენტებისგან შედგება, მაგრამ ბერძნული ზეთისხილი და ფეტა განსაკუთრებულ გემოს სძენს და სწორედ აქედან გამომდინარე იმსახურებს დიდ მოწონებას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ სხვა სალათებიც, რომლებიც ამ სიის შემადგენელი ნაწილებია: ტონოსალათი, ჭარხლის სალათი, ხორტა, კარტოფილის სალათი და ა.შ.

 

onalem

ტესტ