fbpx
საბერძნეთი

სუპერმარკეტების მუშაობის გრაფიკი აღდგომის კვირას საბერძნეთში – ისინი ღია იქნება 28 აპრილსაც

საბერძნეთში სააღდგომო გრაფიკით მაღაზიები 25 აპრილიდან დაიწყებენ მუშაობას და როგორც ჩანს, იგივე ეხებათ სუპერმარკეტებსაც. სუპერმარკეტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღია იქნება კვირას, 28 აპრილსაც და იმუშავებენ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ზოგი კი, 20:00 საათამდე.

ამრიგად, მუშაობის გრაფიკი როგორც კომერციული მაღაზიების, ასევე, სუპერმარკეტების შემთხვევაში, შემდეგია:

კვირა 28/04/2024 11:00-20:00

დიდი ორშაბათიდან, 29/04/2024, დიდ ხუთშაბათამდე 02/05/2024 9:00 – 21:00

წითელი პარასკევი 03/05/2024 13:00 – 21:00

დიდი შაბათი 04/05/2024 9:00 – 21:00

კვირას, 5 მაისს და  ორშაბათს 06/05/2024 მაღაზიები დაკეტილი იქნება.

სამშაბათს, 07/05/2024, მაღაზიები დაკეტილი იქნება, პირველი მაისის დღესასწაულის გადატანის გამო.

onalem

ტესტ